საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - ახალი საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ

თავმჯდომარე 18 სექტემბერი 2023
შალვა პაპუაშვილი - ახალი საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი - საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე.

მისივე განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებისათვის სანდო ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა ჰაერივით აუცილებელია. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში მედია გარემო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები მუდმივად უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ადიოდეს.

„საქართველოს პარლამენტი ღიაობითა და გამჭვირვალობით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო საკანონმდებლო ორგანოებს შორის, რაც არაერთხელაა აღიარებული ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ.

დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი არხი წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში, ვინაიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს კი არ მიენდონ, არამედ საკუთარი თვალითა და ინტუიციით შეაფასონ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების პოზიციები, სიტყვა და საქმე.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის სამეურვეო საბჭოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, ეს იდეა ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობასთან მიიყვანა და დღეიდან საქართველოს „პარლამენტის არხი“ უკვე ეთერში გავა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. მემორანდუმის თანახმად, „პარლამენტის არხის“ ამოქმედებისა და ფუნქციონირების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მოხდება და დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „პარლამენტის არხის“ ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R