საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება

თავმჯდომარე 27 აპრილი 2024
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება

„ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება და მოვისმინოთ მოსახლეობის დამოკიდებულება და მოსაზრებები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მესტიაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციაში ცვლილება და ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე.


„ზოგადად დემოკრატიაში, ისეთში როგორიც საქართველოა, ძალაუფლების წყარო, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი ამ ხელისუფლებას, არჩევნების გზით, პერიოდულობით თავის წარმომადგენლებს გადასცემს მანდატს, ჩვენ შემთხვევაში, ოთხი წლით, რომლებიც უკვე ამ მანდატით აღჭურვილი იღებენ კანონებს, სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, ირჩევენ მთავრობას და ა.შ. ამას ჰქვია წარმომადგენლობითი დემოკრატია. თუმცა, ჩვენი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს, რომ არის მომენტები, როდესაც ეს მანდატი არ არის საკმარისი და საჭიროა, კვლავ ხალხთან უშუალო კონსულტაციის გავლა და გადაწყვეტილების ჩამოყალიბება. ჩვენი კონსტიტუციით, ეს ეხება საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპებს, ძირითად ღირებულებებს, ქვეყნის მოწყობის ძირითად სტრუქტურას. ის საკითხები, რაც არის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი თანაცხოვრების ძირითადი პრინციპები, ასახულია კონსტიტუციაში. ამიტომ, როდესაც ვფიქრობთ, რომ რაღაც დავაზუსტოთ, რაღაც შევცვალოთ და დავაკონკრეტოთ ჩვენ მთავარ თანაცხოვრების პრინციპებში, ამ დროს კონსტიტუციის ცვლილებაზე ვფიქრობთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.


​შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისია ერთი თვის მანძილზე, 17 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს და შემდეგ პარლამენტს დასკვნას წარუდგენს, თუ როგორ ხედავს ხალხი საკონსტიტუციო ცვლილებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R