საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 14 ივნისი 2022
შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენრიკ დემს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს.


ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.


შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის.


პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დანიის სამეფოს გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.


მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა.


შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.


შეხვედრაზე საუბარი, ასევე, უკრაინაში რუსულ აგრესიას და მის შედეგებს შეეხო.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება.


საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R