საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

თავმჯდომარე 30 სექტემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი: დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება. პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა სია წარადგინა. მისი განცხადებით, შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს კანდიდატების შეფასებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.

 

„ვიცით რომ არის შეფასების 4 კრიტერიუმი, ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განთლება და გამოცდილება . 13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7 კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. დასახელდეს უნდა მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობის ფრაქცია დასახელებამდე პროცესში მონაწილეობას არ მიიღენს და მას შემდეგ, რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, განაცხადებს თუ ვის ექნება მისი მხარდაჭერა წარდგენილი კანდიდატებიდან. „მას შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა განცხადება, რომ იქნებოდა ოპოზიციისთვის შეთავაზებული პროცედურა 1 სექტემბრამდე, არა უგვიანეს, ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას, ღიაობას, ჩართულობას და ამავე დროს ისეთ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს თანაბრად მისაღები პირის შერჩევას. ახლა მივყვებით ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახეთ პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით კონსენსუსით დამტკიცდა, იქვე იყო ეჭვი, რომ 9 კაციანი ჯგუფი როგორ შედგება და ნახეთ რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით იმ პარტიებთან, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, შედგა შემფასებლების 9 კაციანი ჯგუფი. ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის ძალიან გამჭვირვალედ, ღიად, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R