საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

თავმჯდომარე 09 მარტი 2026
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ეუთო-ს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.

პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში ეუთო-მ შეინარჩუნოს რელევანტურობა და შეძლოს ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.


მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზზე ვიზიტით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. 

მხარეებმა ისაუბრეს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე. მან, აგრეთვე, დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, გააგრძელოს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ, გასულ წელს, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

მხარეებმა დაადასტურეს დიალოგის გაგრძელების მზაობა.
​

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, აღნიშნული დელეგაციის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R