საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი ფიჯის, სეიშელის, ტანზანიისა და გაიანას პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განიხილა

თავმჯდომარე 14 ოქტომბერი 2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი ფიჯის, სეიშელის, ტანზანიისა და გაიანას პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განიხილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის და გაიანას პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
 
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და არაღიარების პოლიტიკაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია რუსული ოკუპაციისა და მისი ნეგატიური შედეგების შესახებ. აგრეთვე, ხაზი გაუსვა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.
 
ფიჯის, სეიშელის, გაიანას და ტანზანიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს და განმარტეს, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ხალხთაშორისი ურთიერთობების, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.
 
შეთანხმდნენ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების და სექტორული კომიტეტების დონეზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების საჭიროებაზე.
 
გარდა ამისა, შეხვედრებზე სიღრმისეულად მიმოიხილეს რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მათი სოციალურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები.
 
შეხვედრები რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R