საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: მნიშნელოვანია, რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში იყოს შენარჩუნებული

თავმჯდომარე 27 იანვარი 2022
შალვა პაპუაშვილი: მნიშნელოვანია, რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში იყოს შენარჩუნებული

„ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში უნდა იყოს შენარჩუნებული, ვინაიდან ის ბოროტება, რომელმაც მე-20 საუკუნეში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, არათუ არ განმეორდეს, არამედ იყოს მუდმივად გააზრების და გარკვევის პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართა და ქართველ და ებრაელ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და ჰოლოკოსტის, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენის შესახებ ისაუბრა.

 

„გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 27 იანვარი გამოცხადებულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ და ჩვენ, პარლამენტი წელს პირველად, ამ შენობის კედლებში ვუერთდებით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. მნიშნელოვანია, რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში იყოს შენარჩუნებული, ვინაიდან ის ბოროტება, რომელმაც მე-20 საუკუნეში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, არათუ არ განმეორდეს, არამედ იყოს მუდმივად გააზრების და გარკვევის პროცესში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი ძმობა აკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი ისტორია ამ მიწაზე არის საერთო ისტორია და საერთო კულტურა.

 

სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

 

საქართველოს პარლამენტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R