საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

თავმჯდომარე 09 მარტი 2022
შალვა პაპუაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.


შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ძალისხმევა და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის.


მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და მიმოიხილა საქართველოს წვლილი საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიზნებს, განახორციელოს რეფორმები და მოელის ამ კუთხით პროგრესს.


პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია.


 ალექსანდრე ვინიკოვმა გამოხატა მზადყოფნა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R