საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად

თავმჯდომარე 17 ნოემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი: საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად

„საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. იმედი მაქვს, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და ურთიერთთანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე, ხალხებს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ბატონი სიმონიანის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ე წლისთავი. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირები და მეგობრობა გაღრმავდა, რაც მრავალი სასიკეთო შედეგის მომტანი იყო როგორც ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში შევქმენით ის მყარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენს მომავალ თაობებს შეეძლებათ კეთილმეზობლური და ძმური თანაცხოვრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პარლამენტების საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის გადაჯაჭვული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

„მინდა პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ძალზედ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით“, - ალენ სიმონიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R