საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე

თავმჯდომარე 24 აპრილი 2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე

პატივცემულო კოლეგებო,


მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ევროკავშირის წევრი და პარნტიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოს ხედვა.


უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. უკრაინისადმი სოლიდარობისთვის ჩვენი ერთიანი პოზიცია უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.


ამ ომმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობისა და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებაში. მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი, ბატონი რუსლან სტეფანჩუკი მონაწილეობას იღებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.


მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილის. საქართველომ გამოსცადა რუსეთის აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საკუთარი სახლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება.


სამწუხაროდ, მაშინ, ჩვენი მიმართვებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვერ ვიხილეთ დასავლეთის შესაბამისი რეაგირება.


საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ძლიერ, ერთიან და ეფექტიან ევროპულ პასუხს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.


საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ, ასევე, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ჩვენ ამას დღემდე ვაკეთებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის უკანონო სამხედრო დანაყოფებების არსებობის მიუხედავად.


საქართველო შესაძლო სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის წინაშე დგას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის დაცული ნატოს უსაფრთხოების ქოლგით და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. თუმცა, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო აქტიურად იყენებს თავის ერთ ხმას საერთაშორისო არენაზე.


დროა, ევროკავშირმა, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, სრულად გააცნობიეროს თავისი როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა.


საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებულ იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს, მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს.


საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, არა მხოლოდ მიმღებია ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების, არამედ მას თავადაც დიდი წვლილი შეაქვს ევროპის მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მისიებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფით.


დღესდღეობით საქართველო ვაჭრობის ე.წ. „შუა კორიდორის“ კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც შესაძლოა, გახდეს ევროპული ოჯახებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი.


მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რათა შევქმნათ ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და უფრო ძლიერი და მედეგი ევროპის აუცილებელი პირობაა.


პატივცემულო კოლეგებო,


ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე. იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.


იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი.


მადლობა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R