საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

თავმჯდომარე 17 იანვარი 2022
შალვა პაპუაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

 

უკრაინის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარისგან მისალოცი წერილი ოფიციალურად გადასცა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას, უნიკალურ მეგობრობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით საერთო საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს.

 

გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წელს სრულდება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი და რომ მხარეები სათანადოდ აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R