შალვა პაპუაშვილმა და დავით სერგეენკომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს
თავმჯდომარე 01 ივნისი 2022

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ვიცე სპიკერმა დავით სერგეენკომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.
„დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ ცხოვრებას და ოცნებების ასრულებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
