საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უკრაინაში ომის გამო დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა

თავმჯდომარე 08 მარტი 2022
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უკრაინაში ომის გამო დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, შვილთან და დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და ქალთა დღე მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები უკრაინის მოქალაქეებს არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ და უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეებს, ქალთა დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


„ემოციურად ამაღელვებელი დღეა. ამ მძიმე პერიოდში, პარლამენტის მხრიდან, გვინდოდა, რომ ქალებისთვის და გოგონებისთვის დღევანდელი დღე გაგველამაზებინა. ვეცადეთ, რომ კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა და გამოგვეხატა ჩვენი მეგობარი ერისთვის გვერდში დგომა, როგორც სულიერად, ასევე, ფიზიკურად, რათა ამ მძიმე პერიოდის გავლა შევუმსუბუქოთ. ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის ასეთი შემართებით, ყველაფერი კარგად დასრულდება და მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ხატია წილოსანმა.


​„დღევანდელი ღონისძიება არის სიმბოლური გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინასთან მიმართებაში. გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღესასწაული - 8 მარტი საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალებისთვის მაქსიმალურად გაგველამაზებინა, გვეჩუქებინა მათთვის ლამაზი წუთები, მიუხედავად, იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც უკრაინაშია შექმნილი რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით, შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.


მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R