საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეეებს სიტყვით მიმართა

თავმჯდომარე 06 აპრილი 2025
შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.

 

წლევანდელი გენერალური დებატების თემაზე: „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში“.

 

მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობებს ქმნიდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“.

 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. მან განაცხადა, რომ „ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს“.

 

ამ კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, ასევე, ოჯახების მხარდამჭერ სოციალური დაცვის პროგრამებს, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს.

 

მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შექმნაზე, მათ შორის,  საქართველოს კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ქალებისა და კაცების თანასწორობის კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციაზე. ასევე, ისაუბრა მიღებულ კანონებზე, რომლებიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც ახალი გლობალური სოციალური შეთანხმების ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მისი თქმით, ახალი სოციალური შეთანხმება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს და უნდა მოიცავდეს შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ადგილობრივი და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეკონომიკური ზრდა, რომელიც არა მხოლოდ მშპ-ზე იქნება ფოკუსირებული, არამედ, აგრეთვე, უთანასწორობების შემცირებასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე; მდგრადი გარემოს უზრუნველყოფა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რაც დაიცავს ქვეყნებსა და პლანეტას; ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკური საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.

 

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითიც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R