„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ღიად წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
„შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა," - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის კონკურსი გამოცხადდეს.
„საქართველოში დადგება დრო, როდესაც მოსამართლე იქნება მართლმსაჯულების მსახური, თითოეული მოქალაქის ინტერესის მსახური და ამას ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
