საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 27 მარტი 2024
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კორეის რესპუბლიკასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი და მეგობრობის ჯგუფის წევრები მარიამ ლაშხი, გრეტა წიწავა, ირაკლი მეზურნიშვილი და ფრიდონ ინჯია საქართველოში ვიზიტად მყოფ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჩუნგ ბიონ-ვონის და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ორი ქვეყნის დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის სამთავრობო დონეზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები წარმოებს თბილისსა და სეულს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის თაობაზე.


შოთა ხაბარელმა დიპლომატთან საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო მიმოსვლის საკითხზე ისაუბრა, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.


​აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაინტერესება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სეულში დაბრუნების შემდეგ ამ ინიციატივას სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს.


​შეხვედრაზე საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R