საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ცვლილება შევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 07 ივლისი 2017
სოფიო ქაცარავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ცვლილება შევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს. რეზოლუციაში, რომელშიც ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების გამოწვევებზე და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება აისახება. 

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ჩანაწერის ტექსტი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო. ასევე ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

რეზოლუციის პროექტის 32-ე პუნქტში ასევე არის მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს შეეხება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აისახება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09 მარტი 2026

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
08 მარტი 2026

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 
22 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
21 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R