საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ

მედია და საზოგადოება 21 Jun 2017
სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ

20-21 ივნისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. დღეს სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი გერმანიის მისიის მუდმივ წარმომადგენელს გაეროში, ანტიე ლეენდერცეს, ასევე, ჟენევაში გაერთიანებული სამეფოს მისიის ელჩს, ჯულიან ბრეითვეითს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობებზე. გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი მათ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. შეხვედრა შედგა, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სექციის ხელმძღვანელთან, ჯანი მაგაძენისთან.

„ორმხრივი შეხვედრები ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან გაეროში, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის და ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჩვენს ქვეყანას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც გერმანიის, ასევე, ბრიტანეთის მხრიდან. თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი მიმართულება, სადაც ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით მეტის გაკეთებას შევძლებთ. სწორედ ეს სფეროები იყო ორმხრივი შეხვედრების საგანი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ვიზიტი ჟენევაში ხორციელდება ჟენევაში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R