საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიში მოისმინა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშზე ინფორმაცია მოისმინეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ფინანსური დოკუმენტის პირველი კვარტალის ძირითადი მონაცემები გააცნო და ბიუჯეტის შემოსულობების და მისი ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 3 თვის მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ საშუალოდ 5.2% შეადგინა, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა, ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსულობების ტემპების ზრდის შედეგად პირველი კვარტალის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა 108 % შეადგინა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მინისტრის მოადგილემ ცალკეული სამინისტროების მონაცემები წარმოადგინა და ყურადღება კომიტეტის დარგობრივ სახელმწიფო უწყებებზე გაამახვილა. ამ მიმართულებით გიორგი კაკაურიძემ განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროების ბიუჯეტიდან თანხების ათვისების მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები 99.99%, სპორტის განვითარებაზე 96.3% და სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 99% შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ათვისების მაჩვენებელს, 3 თვის მონაცემებით მან 82.6%. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ არსებული ჩამორჩენა შემდეგ კვარტალში გამოსწორდება და დაძლეული იქნება.

კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი სტადიონების და ჭიდაობის დარბაზის მშენებლობის თემით დაინტერესდა და ფინანსთა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. კომიტეტის წევრის, შოთა ხაბარელის შეკითხვა სამინისტროების გაერთიანების შედეგად დაზოგილ საბიუჯეტო ხარჯებს შეეხებოდა, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ საუბარია სულ მცირე 700 ათას ლარზე, რაც ორი უწყების გაერთიანებით გამოთავისუფლდა.

სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ლევან კობიაშვილმა სპორტული ფედერაციების დაფინანსების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია წლიდან წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ უფრო ნაკლებ დაფინანსებას ითხოვს და საბოლოო მიზანს, სახელმწიფო თანხებიდან სრული გათავისუფლება წარმოადგენს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R