საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სვენ მიკსერი: როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისწრაფებების მხარდაჭერას ეხება, ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან

მედია და საზოგადოება 03 თებერვალი 2022
სვენ მიკსერი: როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისწრაფებების მხარდაჭერას ეხება, ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან

„ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები“, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მისწრაფებები სრულიად ლეგიტიმურია და მათი რეალიზება დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.

 

სვენ მიქსერმა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური საზოგადოების ძლიერი პოზიციაა, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან - იქნება ეს რუსეთი თუ რომელიმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება.

 

„წინა გამომსვლელებმა (მაკა ბოჭორიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე) ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით რუსეთის თავდაჯერებულობასა და აგრესიულობაზე, იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, შეარყიოს ევროპული უსაფრთხოების მოწყობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლები. ვფიქრობ, ევროატლანტიკური ერთობის მასშტაბით, არის ძლიერი პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან, პრივილეგირებული გავლენის სფეროსთან, იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა რომელიმე სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალზე მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტისა და ევროპის წევრი უმეტესი ქვეყნების პოლიტიკური სპექტრის პოზიციებში, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მისწრაფებები ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.

 

„მრავალი გამოკითხვით დასტურდება, რომ ქართველები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად გადაქცევის მიზანს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, არამედ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებების მიმართ. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომლის გაჟღერებაც მსურდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა.

 

„მიმაჩნია, რომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და არ გააცრუონ მათი იმედები. მრავალი ქვეყნის მაგალითზე გვინახავს თუ როგორი ანტაგონისტური და პოლარიზებული შეიძლება იყოს პოლიტიკა. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმს და პოლიტიკურ პოლარიზაციას პერიოდულად მთელი პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკური პროცესები შეჰყავდა ჩიხში. არ მჭირდება ამის ხაზგასმა, მაგრამ მსგავსი სახის მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ევროკავშირმა მზაობა გამოთქვა, გაუწიოს დახმარება ქართველ ხალხს მსგავსი სახის სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში. ცხადია, ქართველი ხალხის პრეროგატივაა, გადაჭრას არსებული გამოწვევები, თუმცა, ევროკავშირი მზადაა, ხელი შეგიწყოთ ამ პროცესში“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.

 

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ფასილიტაციის გაწევისთვის მზადყოფნის შემოთავაზება კვლავაც ძალაშია.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება არ უკავშირდება პოლიტიკურ განსხვავებებს და ის ადამიანებზეა ფოკუსირებული.

 

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრისას, სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, თუმცა, ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა კანდიდატობამდე ავტომატურად არ მიჰყავს.

 

„მინდა საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება არის ცალკე საკითხი, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“. ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და დიდხანს შეიძლება მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი. ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნესკლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

სვენ მიკსერმა საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ პოლიტიკური დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში დაბრუნების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R