საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ კორძაია შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2016
თამარ კორძაია შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

განათლების, კულტურის, სპორტის, საგზაო მოძრაობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია მოეწყო დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“. USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიების ორგანიზატორია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის".

როგორც კოალიციის ხელმძღვანელმა, გიორგი ძნელაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა და კონვენციის განხორციელების მექანიზმების დახვეწა. „ჩვენი მიზანია შევცვალოთ შშმ პირთა ყოფა ამ ქვეყანაში, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს დამოუკიდებლად არსებობის პირობები. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში საქართველოს პარლამენტი გვერდით გვიდგას“, - განაცხადა გიორგი ძნელაძემ. მისი თქმით, ძალიან რთული მდგომარეობაა რეგიონებში, ხშირია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციის ფაქტები. გიორგი ძნელაძეს მიაჩნია, რომ საჭიროა არა ერთ ადამიანზე მორგებული კანონების მიღება, არამედ სისტემური რეფორმისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯი.

დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები. „კოალიციის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ვიყოთ შეთანხმებული პოზიციაზე. ღრმად მწამს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ღირსეულ გარემოს, თანაბარ პირობებს შეუქმნის“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კოალიციის ექსპერტის, ქეთევან მარგალიტაძის განმარტებით, ცვლილებების პაკეტი სრულ სინქრონიზაციაშია უწყებების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებთან და მომზადებულია მათთან კონსულტაციების საფუძველზე. მისი თქმით, კანონპროექტები ორიენტირებულია უკვე არსებულ, მოქმედ მექანიზმებში კონკრეტიკის შეტანაზე, განსაზღვრავს აღსრულებისათვის გონივრულ ვადებს, არ იწვევს დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფას და გულისხმობს შშმ პირთა ორგანიზაციების სრული ჩართულობით ყოველ კონკრეტულ მიმართულებაზე სამოქმედო გეგმის შემუშავებას. მისივე მოსაზრებით, ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმები საშუალებას მისცემს თითოეულ უწყებას სწორად დაგეგმოს როგორც იმპლემენტაციის ეტაპები და გონივრული ვადები, ასევე ეფექტურად განსაზღვროს საჭირო საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა 2017 და შემდგომი წლებისათვის.

როგორც გიორგი ძნელაძემ განმარტა, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის მიზანი, რომელსაც ახორციელებს „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", არის შშმ პირთა უფლებების დაცვის გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციისა და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა თბილისში, გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერებითა და იურიდიული სერვისების განვითარების გზით.

დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა, თითოეული კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს. შემუშავებული ცვლილებების მიმართ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წევრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R