საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: გაეროს ბავშვთა ფონდთან ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიგეგმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესიც პროდუქტიული იქნება

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2022
თამარ ტალიაშვილი: გაეროს ბავშვთა ფონდთან ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიგეგმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესიც პროდუქტიული იქნება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი იუნისეფის (Unicef) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს და განათლების სპეციალისტს, ანა ჯანელიძეს შეხვდნენ.


შეხვედრაზე განათლების მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს, იმ თემატურ მოკვლევებზე ისაუბრეს, რომელიც კომიტეტში მიმდინარეობს; ყურადღება გამახვილდა განათლების კოდექსის შექმნაზე.


 „ღასან ხალილი მიესალმა ჩვენი კომიტეტის ინიციატივას განათლების კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იუნისეფთან ზოგადი განათლებისა და სკოლამდელი განათლების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება. დღეს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიგეგმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობაც ასეთივე პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბით ისეთი ორგანიზაციის საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორიც იუნისეფია, საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა უფლებების სწავლებაზე უნივერსიტეტებში და იმ ტრენინგებზე, რომელიც საქართველოს ასეულობით სკოლაში უკვე მიმდინარეობს.


„პროფესორი ღასან ხალილი საქართველოს დიდი მეგობარი, გულშემატკივარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.


იუნისეფის წარმომადგენლის განცხადებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.


„ვისაუბრეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა განათლების სექტორის რეფორმა და პარლამენტის როლი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის მიღებასა და განხორციელებაში. კერძოდ, მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონმდებლობა განხორციელდეს ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მათი კეთილდღეობის მიზნით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს და გამოვთქვამთ კიდევ უფრო მეტ მოსაზრებას ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელ სამომავლო აქტივობებზე“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R