საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სასკოლო რესურსი

მედია და საზოგადოება 05 მაისი 2022
თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სასკოლო რესურსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები კომიტეტთან არსებული სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.


როგორც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ასევე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილია, რომელმაც შეხვედრაზე ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა.


მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასკოლო რესურსი, მათ შორის, არაფორმალური განათლების, ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლეებისთვის და ასევე, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ეს რესურსები ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენონ საგაკვეთილო სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შესრულებისას.


„ჩვენ არაერთი მიმართვა მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან სახელმძღვანელოებთან, ლაბორატორიებთან, ციფრულ და საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სკოლებში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თემატური მოკვლევა არ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ თბილისზე. თემატური მოკვლევის ჯგუფი ასევე რეგიონებშიც შეისწავლის სასკოლო გარემოს და არსებულ სასწავლო რესურსებს. თემატური მოკვლევის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.


კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თემატური მოკვლევის მიზანი სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და შესწავლაა.


„დღეს ვიმსჯელეთ სასკოლო რესურსების საკითხებთან, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრობლემასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევა ემსახურება მიზანს, გამოვავლინოთ ყველა პრობლემური საკითხი და განვსაზღვროთ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ამ პრობლემების აღმოფხვრას მოემსახურება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R