საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ რჩება დაუსჯელი

მედია და საზოგადოება 11 მარტი 2022
თამარ ტალიაშვილი: ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ რჩება დაუსჯელი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.


„განსაკუთრებით მინდა, გამოვეხმაურო რუსეთის მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილ ქმედებებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საბავშვო ბაღები, სკოლები, სამშობიარო სახლები გახდა დაბომბვის სამიზნე და ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, საზარელი ქმედება. ასევე ნიშანდობლივია, რომ გუშინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულში მონაწილე 3 პირის წინააღმდეგ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია და ნიშნავს, რომ ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ რჩება დაუსჯელი “, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსა და თანმხლებ საკანონმდებლო პაკეტზე მუხლობრივად იმსჯელეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი გარე მექანიზმების დანერგვა. კანონპროექტი მიზნად ისახავს, ასევე, პრაქტიკაში გამოუყენებელი აკრედიტაციის მექანიზმის გაუქმებასა და მის ნაწილობრივ ინტეგრირებას ავტორიზაციის ინსტიტუტში.


„მისი მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის მექანიზმი გაუმჯობესდება და პროცესი გამარტივდება. კანონპროქტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ახლებურადაა ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R