საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: „სახელმწიფოს ძალისხმევა დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ, პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის მართული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე მიმდინარეობს“

მედია და საზოგადოება 28 აპრილი 2022
თამარ ტალიაშვილი: „სახელმწიფოს ძალისხმევა დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ, პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის მართული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე მიმდინარეობს“

„ქართველი ხალხი წინ აღუდგა ინსტიტუტების პოლიტიკურ ინტრუმენტად გამოყენების პრაქტიკას, მათ შორის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე ხალხის ხმის ჩახშობის მიზნით სისტემურად ხორციელდებოდა. ანგარიში პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომელიც წინასწარი დაკავების პრეცედენტების შემცირებას ისახავდა მიზნად, ასევე ხაზგასმულია, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


თამარ ტალიაშვილმა სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ PACE-ს ანგარიშში განხილული უკანასკნელი 8 წელი გამორჩეული იყო ფუნდამენტური რეფორმებისა და ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში არსებითი ცვლილებების კუთხით და დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი, რომელიც 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მოჰყვა, ცხადყოფს საქართველოს სახელმწიფოს ცალსახა სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.


„დემოკრატიული რეფორმები ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულების ნაწილია, ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ რეფორმებს ქართველი ხალხის მტკიცე არჩევნად აღიქვამს, იმ ხალხის, რომელმაც თავისუფლება და დემოკრატია ფუნდამენტურ მიზნად დაისახა. ნამდვილად, ეროვნულ სასამართლო სისტემაში გამამართლებელი განაჩენები 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის თანაფარდობა 3-ჯერ და დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა 5-ჯერ შემცირდა, ამასთან, პატიმართა რაოდენობა 2,5-ჯერ, ხოლო მათი სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც PACE-ს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული, ხელი შეუწყო ძალაუფლებათა გამიჯვნის პროცესს, რითიც ცალსახად შეზღუდა ხელისუფლების უზურპაცია და პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა და სახელმწიფო ზეწოლის მექანიზმების გაუქმებამ ბიძგი მისცა პროგრესს სხვა სფეროებშიც, რომელიც პასე-ს ანგარიშშია აღწერილი, მათ შორის მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, სტამბულის კონვენციის იმპლემენტაცია, ანტიდისკრიმინაციული რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ასევე, ხალხზე ორიენტირებული შერიგების სტრატეგია ჩვენს ძმებთან და დებთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


მან ყურადღება გაამახვილა რეფორმის განხორციელების პროცესზე. სადაც დადებითად ფასდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ანგარიში ცნობს მიღწეულ პროგრესს და იძლევა რეკომენდაციებს, წარმოადგენს ერთგვარ მონახაზს შემდგომში გადასადგმელი ნაბიჯებისთვის.


საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს, რომელსაც უძველესი ისტორია გააჩნია, უწევს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.


მისი თქმით, სახელმწიფოს ძალისხმევა, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ხორციელდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ქვეყნაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე,


ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს რეფორმების წარმატებების აღიარებით, კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ხალხის რწმენა ევროპული გზისკენ,  რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R