საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 07 ნოემბერი 2025
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სულეიმან სოილუს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება.


ამ კუთხით ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ხაზი გაუსვეს თურქეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას.


​შეხვედრისას ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს თურქეთის ხელისუფლების მტკიცე პოზიციასა და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.


​საპარლამენტო დელეგაციაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R