საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ წარადგინა.


„საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები წარმოადგენს. 2024 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები და კვლავაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებებს და ე.წ. ბორდერიზაციას. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო დაკავების 37, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 36 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა არ ჰქონდა განეხორციელებინა თამაზ გინტურის, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, ვიტალი კარბაიას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის საქმეების ობიექტური გამოძიება და საქმის ფიგურანტი პირების მიმართ სათანადო სასჯელის განსაზღვრა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს 38, ხოლო ოკუპირებული ცხინვალიდან - 30 მოქალაქე გათავისუფლდა.


ირაკლი ბერაიამ ქვეყნის შიგნით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობებზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ პროცესების ე.წ. მაიდანიზაციას და თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას.


„უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების შედეგად დესტრუქციული პროცესების თავიდან აცილება და სტაბილური გარემოს შენარჩუნება მოხერხდა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ბერაიამ კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, სამსახურის ოპერატიულ, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკურ მუშაობაზე, კიბერშეტევით და კიბერ სადაზვერვო ოპერაციებსა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრა.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2024 წელს, სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის 23 საქმეზე დაიწყო გამოძიება და ბრალდებულის სახით პასუხისმგებლობაში 39 პირი მიეცა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საანგარიშო პერიოდში, კვლავაც აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, ნდობის ჯგუფთან, სახალხო დამცველის აპარატთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა უწყების ოფიცრების დიდ შრომასა და ძალისხმევაზე დგას.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა.


​„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ უწყების საქმიანობაზე სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია მიმდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგადად, ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ასევე საინტერესოდ წარიმართა კითხვა-პასუხის პროცესი, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა და ამისთვის მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კომიტეტის წევრებს“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R