საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მუხლობრივად განიხილა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მუხლობრივად განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, კანონპროექტებში გარკვეული შინაარსობრივი და ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა. მისი თქმით, სააგენტოს სახელწოდებას ცვლილება შეეხო და „ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს“ ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დასახელება - „დაზვერვის სააგენტო“ იქნება.


თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ცვლილებები კანონის ამოქმედების ვადასაც შეეხო და კანონპროექტის ახალი რედაქციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა ძალაში.


კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციები გამართა და პროექტში ყველა ის შენიშვნა და წინადადება აისახა, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა.

კომიტეტის წევრები „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს ასევე მეორე მოსმენით გაეცნენ. მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატებს ის ცვლილებები და სიახლეები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განიცადა.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


„2024 წელს თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 100.1%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 100.3%-ით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - 99.8%-ით, სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო სამსახურმა - 99.9%-ით, ხოლო დაზვერვის სამსახურმა - 100%-ით აითვისა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს სახელმწიფო უწყებებმა მათზე გამოყოფილი ასიგნებები სრულად აითვისეს და შესაბამისად, დაგეგმილი აქტივობების და ღონისძიებების შესრულება განხორციელდა “, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R