საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება და მისი სახელწოდება - ეროვნული სადაზვერვო სააგენტო იქნება. სააგენტოს უფროსს და მის მოადგილეებს კი თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

„ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე და მისი საქმიანობის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს საქმიანობაზე ასევე საპარლამენტო კონტროლიც განხორციელდება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტით სააგენტოს საქმიანობასთან, მის მართვასთან, ანგარიშვალდებულებასთან, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.

კომიტეტის სხდომაზე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს.


მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობის ქვეშ მიმდინარეობდა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაული პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი.

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ის ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნული სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს, აღმოფხვრილი იქნება. საუბარია იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს თუ რომელი ორგანოები არსებობს სამართლებრივ სისტემაში. ეს ორგანოებია: საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო სისტემა და ასევე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს და ეს ორგანოებიც კონსტიტუციაში პირდაპირ განსაზღვრულია, მათ შორის კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის და ის კონსტიტუციაში მოხსენიებული არ არის“, - განმარტა არჩილ გორდულაძემ.

კომიტეტის წევრები სხდომაზე ასევე გაეცნენ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიღების და მის შედეგად სისტემაში განხორციელებული რეფორმის აღსრულების პროცესში, პრაქტიკამ გარკვეული საკითხები გამოკვეთა. მათი მოწესრიგების მიზნით, კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი მომზადდა. მისივე თქმით, ცვლილებები როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათისაა და მასში მოცემულია სერჟანტთა წოდებების მინიჭების და საჯარო მოხელის სამხედრო სამსახურში გავლასთან დაკავშირებული, ასევე ცენტრალური გამწვევი კომისიის გაუქმების და სამხედრო პირის შვებულებით სარგებლობის საკითხები.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R