საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.


მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციას და მისი ფუნქციების მთავრობისთვის გადაცემას უკავშირდება.


„დღეის მდგომარეობით, საბჭო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანოა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები, მთავრობის საქმიანობის განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საბჭოს ცალკე ორგანოდ ფუნქციონირება, მით უფრო, რომ იგი აღარ წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, აზრს მოკლებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს მუდმივ წევრებს ძირითადად საქართველოს მთავრობის წევრები და მთავრობას/პრემიერს დაქვემდებარებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები წარმოადგენენ, რომლებსაც ქვეყნის მართვის პროცესში უწყვეტი კოორდინაცია და თანამიმდევრული თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.


მისივე თქმით, ყოველივე აქედან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ცალკე უწყებად ფუნქციონირება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევა და მთავრობამ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შედის.


სხდომაზე ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტიც გააცნო.


მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სამინისტროს მმართველობის სფეროს გარდა, ასევე შესაძლებელია სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებშიც შეიქმნას.


​დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R