საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 19 სექტემბერი 2025
თეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა.


თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩილეს რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს რეზოლუციების სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის.


როგორც ელისეო როდრიგო რუის ორტისმა განაცხადა, ჩილე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.


შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტების გააქტიურების გზით.


ჩილეს რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში მესამედ იმყოფება, იცნობს მის რეგიონებსა და კულტურას და მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R