საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თედო ჯაფარიძისა და ლევან ბერძენიშვილის ერთობლივი განცხადება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 11 მაისი 2016

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სახელით, მადლობას ვუხდით თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს და მის წევრებს განცხადებისთვის, რომლითაც მოუწოდეს მოკავშირეებს ვარშავის სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

ჩვენი ქვეყნის მიერ საგარეო ორიენტირების განმტკიცების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, უდიდესი როლი ენიჭება თურქეთის, როგორც საქართველოს უახლოესი პარტნიორისა და ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას. ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება.

საქართველო თავისი დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდანვე გრძნობს თურქეთის მხრიდან მხარდაჭერას, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობის სფეროში, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას. საქართველო-თურქეთის ურთიერთობები სტაბილურობის მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე მესამე მხარისთვის. ჩვენ ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას დაემთხვა, რომლითაც მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში კოორდინაციისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში ნატოს მომავალ სამიტზე კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული. სწორედ ასეთი თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს.

თურქეთის წვლილი საქართველოს მიერ ნატოსთან დაახლოების გზაზე ყოველთვის იქნება უდიდესი კონტრიბუცია, როგორც საქართველოს, ასევე თავად ნატოს განმტკიცებისა და გაფართოების პროცესში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R