თედო ჯაფარიძე მწუხარებას გამოთქვამს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 24 აგვისტო 2016

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო:
„მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპული ოჯახის წევრების და მათი ახლობლების მიმართ.
ამ რთულ პერიოდში საქართველო მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს".
