საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თედო ჯაფარიძე - ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს უდიდესი წვლილი შეაქვთ საქართველოს იმიჯის განმტკიცებაში საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 22 აგვისტო 2016
თედო ჯაფარიძე - ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს უდიდესი წვლილი შეაქვთ საქართველოს იმიჯის განმტკიცებაში საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე

„ბრაზილიაში დასრულდა ოლიმპიური თამაშები, რომელმაც ქართველ ხალხს არაერთი ბედნიერი წუთი და ემოცია მოუტანა. ქართველი სპორტსმენები და დელეგაციის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები საუკეთესო საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. რა თქმა უნდა, სპორტის მესვეურებმა უკეთ იციან - რომელიმე ოლიმპიურ სახეობაში შესაძლოა უკეთესი შედეგი მიგვეღო, მაგრამ 4 წელი ჯერ წინ გვაქვს, რათა ამ ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით უკეთ მოვემზადოთ და მომავალში, 2020 წელს ტოკიოში, კიდევ მეტ წარმატებას მივაღწიოთ.

მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, რის გამოც თავს უფლება მივეცი ეს განცხადება გამეკეთებინა და ამ მხრივ არავინ მინდა გამოვყო, არც ჩემპიონები და პრიზიორები და არც ათლეტები, რომლებიც ამ წარმატებას მომავალში მიაღწევენ. ჩვენ სახელოვან სპორტსმენებს მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა და შევახსენო, რომ მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ საქართველოს იმიჯის განმტკიცებაში საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ჩვენს დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან ერთად. ასე ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ვიცავთ და განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს! შორეულ ბრაზილიაში თქვენ სამშობლოს ნამდვილ ელჩებად წარდექით, კეთილი ნების ელჩებად, რომლებმაც ღირსეულად წარადგინეს პატარა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი სპორტსმენების, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენელთა ნებისმიერი წარმატება მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიღწევას წარმოადგენს.

საქართველოს ნამდვილად აქვს სიამაყის საბაბი. ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო, დასამახსოვრებელი ასპარეზობა მათი, ვინც საპრიზო ადგილები ვერ დაიკავა, მაგრამ ღირსეულად გამოვიდა ოლიმპიადაზე. ამით დაგვამახსოვრდება რიო-დე-ჟანეიროს თამაშები. მსოფლიო სპორტის ამ ზეიმზე, აჟღერებულმა საქართველოს ჰიმნმა არაერთხელ აგვიჩქარა გულისცემა. ვამაყობთ ჩვენი ნაკრებით! გულითადად ვულოცავ მთელ ჩვენს ქვეყანას ამ წარმატებას!“

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R