საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თედო ჯაფარიძე ბერლინში, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 15 მარტი 2016
თედო ჯაფარიძე ბერლინში, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ბერლინში, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან, საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან, წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიმართა, რომელმაც ევროპისთვის ძალზედ აქტუალური მიგრაციის კრიზისის ფონზე, ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თედო ჯაფარიძემ, კონფერენციის ფარგლებში, არაფორმალური საუბარი გამართა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნორბერტ ლამერტმა აღინიშნა, რომ  საქართველო ევროკავშირის ამოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უპირობო ლიდერია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ბერლინში ელოდებიან.  

თედო ჯაფარიძეს ასევე, საუბრები ჰქონდა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

მინისტრმა საუბრისას, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მის ყოფილ კოლეგას, ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ეს წარმატება.

კონფერენციას 14 მარტს, გერმანიის ბუნდესტაგი, ხოლო 15 მარტს - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R