საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

თავმჯდომარე 07 Oct 2016
დავით უსუფაშვილის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა:

„ძვირფასო თანამოქალაქეებო! მოგმართავთ იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობის ოთხწლიან ვადას და სულ მალე ამ შენობაში ადგილს დაუთმობს თქვენ მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს. ამ შენობაშიც და სხვა შენობაშიც ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ამასობაში, დასასრულს უახლოვდება საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ დატვირთული საარჩევნო კამპანია. ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. ამისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა მოთამაშემ, ყველა ძირითადმა სუბიექტმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გავართვათ თავი ჩვენს ამოცანებს.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, საარჩევნო დემოკრატიისთვის.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა, ყველა და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია-ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს ან სხვა მოსაზრებებს და ინტერესებს.  თითოეული მათგანი, ვინც დღეს აღჭურვილია სახელმწიფო ძალაუფლებით, პოლიციელი იქნება, გამგებელი თუ სხვა მოხელე არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში, როგორც ინდივიდი. მას აქვს საშუალება მივიდეს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი, მაგრამ როდესაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო ძალაუფლებას, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და უნდა იყვნენ აბსოლუტურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს და ხვალ ეს იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

შემდეგი:  ძალიან მნიშვნელოვანია პატივცემულო თანამოქალაქეებო, რომ პირველ რიგში ჩვენ, მოქალაქეებმა, ხალხმა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ, თავისუფალ არჩევანს ჩვენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებებმა შექმნა ის ვითარებაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთებამდე, ბოლო დღეებმადე ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. ანუ, დიახ სწორია - ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ იმიტომ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე. ხვალ ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება. ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი, ამ პარტიის მხარდამაჭერი და იმ პარტიის მხარდამჭერი. ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, ვინც საკუთარი სინდისის და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერის წინაშე და ღვთის წინაშე. ჩვენ თავისუფალი არჩევანი მოგვეთხოვება ხვალ და ეს არის ჭეშმარიტება. შემდგომ უკვე თავისუფალი არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელმაც უნდა გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ამ არჩევნებს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს ჩვენი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე და პოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე პოლიტიკურ ძალებს შორის. ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება. ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს და არჩევნები დამთავრდება, როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით. ეს ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა ხვალ საღამოს მდგომარეობით, ბოლომდე ცხადი არ იყოს მომავალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას, სახელმწიფოს, მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისათვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ჩვენ ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია, არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს თავის უფლებამოსილებას იმ დღემდე, სანამ შეიკრიბება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი. მთავრობა და სახელმწიფო დაწესებულებები, ყველა არის სრულფასოვანი იმისთვის, რომ გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ამიტომ, 8 ოქტომბრიდან შემდგომი პერიოდის გავლა ეს იქნება თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, იმისთვის, რომ ეს არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად, სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ. 

და კიდევ ერთი - ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არა მხოლოდ ის საკითხი, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს იქნება გადამწყვეტი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისთვისაც. ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყანა და რა იქნება ჩვენი უახლოესი შედეგები ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე. ამიტომ, დამატებითი დატვირთვა აქვს ხვალინდელ არჩევნებს, ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ გავაკეთოთ არჩევანი აღმშენებლობის მიმართულებით, ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს, ვინც მშენებლობას შეძლებს, გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი, ის ვინც, უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას, ქვეყნის დაყოფას, დაშლას და ა.შ.

მე მინდა, გისურვოთ წარმატება, მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ. დღეს სიტყვა თქვენზეა!

დიდი მადლობა.“

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 Jun 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 May 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R