საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ადა მარშანიას ბრიფინგი

09 თებერვალი 2017
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ადა მარშანიას ბრიფინგი

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, ადა მარშანია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს.
 
მისი განცხადებით, კანონმდებლების მუშაობის ძირითადი კანონი - რეგლამენტია, სადაც ძალიან ბევრი რამ სერიოზულად შესასწორებელია. ადა მარშანიამ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ფრაქციის მოსაზრებებზე ისაუბრა. „კვოტებთან დაკავშირებით, დღემდე ჭიდილი და ომი გვაქვს. შევიტყვეთ, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გართულდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, ახალი ფრაქციები გაჩნდა, რისი უფლებაც მათ აქვთ, მაგრამ მათ ეს საფუძველს არ აძლევთ, რომ დამატებითი კვოტები მოითხოვონ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნდობის ჯგუფში თუ ვიცე-სპიკერატში. ამ ყველაფრის უფლება ბარიერგადალახულ პარტიებს აქვთ“, - განაცხადა ადა მარშანაიამ.

დეპუტატი პლენარულ სხდომებზე განცხადებებისათვის გათვალისწინებული დროის სიმცირესაც შეეხო და აღნიშნა, რომ პლენარულ სხდომებზე, კანონმდებლებს, პოლიტიკური და სხვა ტიპის განცხადებების გასაკეთებლად რეგლამენტით მეტი დრო უნდა განესაზღვროთ. „სიტყვის მიცემის პროცედურა აბსოლუტურად გაურკეველია და დეპუტატის უფლებამოსილებას ზღუდავს. ჩვენ პარლამენტის კედლებში ნებისმერი განცხადების გაკეთებისთვის თავისუფალი უნდა ვიყოთ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.“

ადა მარშანიას, მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატების ციხეში შესვლის პროცედურა არაკონსტიტუციურად მიაჩნია და დღევანდელ ბრიფინგზე მისი ცვლილების ინიციტივით გამოვიდა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის თქმით, რეგლამენტის გადასახედად, პარლამენტში სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნას. „ვითხოვთ, რომ სპეციალური სამუშაო, თუნდაც, ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნას. რეგლამენტს გადავხედოთ და ის წესიერად, გააზრებულად შევასწოროთ. ბევრი მუხლია ისეთი, რომელიც თავად კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ბევრი ისეთი პასაჟია, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა რეჟიმში მუშაობდა ქვეყანა. პარლამენტის რეგლამენტზე მუშაობა აუცილებელია”, - განაცხადა ადა მარშანიამ ბრიფინგზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R