საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას

მედია და საზოგადოება 09 ოქტომბერი 2014
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრირებას ქართულ სივრცეში. კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც დღეს სომეხთა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ახალგაზრდული პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე იმსჯელეს. კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს რამდენიმე ინიციატივა გააცნეს, მათ შორის, ღონისძიებები, რომლებიც უცხოეთში ქართულ და სომხურ დიასპორებს დააახლოებს და მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე სომხურ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს, გუბაზ სანიკიძემ გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში სომხეთის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ცენტრის წარმომადგენლების მოსაზრებით, იმისთვის, რომ ჯავახეთში მცხოვრებმა სომეხმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, პირველ რიგში, სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს. მათივე თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქართული ენის სწავლებას აღნიშნულ რეგიონში. ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე სასაუბროდ ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, რომლის ჩანაწერი ელექტრონულ მედიაში განთავსდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გუბაზ სანიკიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სტაჟირების გასავლელად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შერჩევას გეგმავს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R