საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე ბალტიის ასამბლეის კონფერენციაში მონაწილეობს

მედია და საზოგადოება 20 მარტი 2015
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე ბალტიის ასამბლეის კონფერენციაში მონაწილეობს

დღეს გაიმართა ბალტიის ასამბლეის კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე: მიღწევები, გამოწვევები და მომავალი პერსპექტივები“, სადაც მონაწილეობა ბალტიის ასამბლეის სამივე ქვეყნის დელეგაციის წევრებმა, ევროპის კავშირის ექსპერტებმა, ვიშეგრადის და სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს.

საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციას ზურაბ აბაშიძე, როგორც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი წარმოადგენდა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა დემოკრატიისა და კონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამ-ის გენერალური მდივანი, ვალერი ჩეჩელაშვილი.

სხდომა ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლორეტა გრაუზინიენემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრიუს კრივასმა აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მან ევროპის კავშირის ქვეყნებს რიგის სამიტამდე, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისკენ ხოლო, აღმოსავლეთ თანამშრომლობის წევრებს, უკრაინასა და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის დასრულებისკენ მოუწოდა, როგორც ეს უკვე გააკეთა მოლდოვამ.

„რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. ის არღვევს ყველა შეთანხმებას, მათ შორის მინსკის ორივე შეთანხმებას და საფრთხეს უქმნის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ ევროპის კავშირმა უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია ამ ქვეყნებთან და რუსეთთან მიმართებაში. რუსეთის მიმართ საჭიროა უფრო მეტი სანქციების გამოყენება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ - უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციაზე, მსგავსი რიტორიკით, სიტყვით ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი პეტრას აუსტრევიჩიუსი გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც ევროპის კავშირთან დაახლოება დაისახეს მიზნად, რუსეთის მხრიდან სამხედრო გამოწვევებს წააწყდნენ. „ამას ევროპის კავშირმა უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა უნდა შეაგებოს“, - აღნიშნა გამომსვლელმა. ევროპის პარლამენტის დეპუტატი მოითხოვს ევროპის კავშირის ქვეყნების დიდ ძალისხმევას, რათა რუსეთის პროპაგანდის უზარმაზარ მექანიზმს დაუპირისპირდნენ. მისი აზრით, ევროპის კავშირი ვერ უმკლავდება ანტიევროპულ რუსულ პროპაგანდას. მას მიაჩნია, რომ ეს პროპაგანდა არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, არამედ ევროპული ფასეულობების წინააღმდეგაა მიმართული.

ზურაბ აბაშიძემ კონფერენციის მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოში რეფორმების გასატარებლად, ევროპასთან კავშირების დასამყარებლად და ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად ევროკავშირის ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უნდა დაასრულონ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. მან აღნიშნა, რომ საქართველომ თავის მხრივ, ამ პროცესებთან დაკავშირებული ვალდებულებები შეასრულა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ რიგის სამიტმა კონკრეტული შედეგები უნდა მიაწოდოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევის შემდეგ კონკრეტული შედეგები წარმოადგინეს. ევროპის კავშირის პოლიტიკური სიგნალი ახალ სულს შთაბერავს აღმოსავლეთ პარტნიორობას.

ზურაბ აბაშიძემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის იმ ქვეყნებისადმი, რომლებმაც ასოციაციის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინეს და მოუწოდა დანარჩენ ქვეყნებსაც რიგის სამიტამდე დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R