საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია და კობა ლურსმანაშვილი ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მეგობრობის ჯგუფები 27 დეკემბერი 2017
ბექა ოდიშარია და კობა ლურსმანაშვილი ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით გაიმართა, საუბარი, ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების მნიშვნელობაზე იყო. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც საქართველოში 5 წელია ფუნქციონირებს, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ შეისწავლონ ლიტვური ენა და გაეცნონ ლიტვურ კულტურას, ლიტვაში გაემგზავრონ სხვადასხვა საინტერესო პროექტებით და გააგრძელონ სწავლა ერთი სემესტრით. ცენტრში, ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, აქვს საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სტუდენტების სწავლას ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ლიტვის განათლების სამინისტრო აფინანსებს.

„ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. ჩვენდა საბედნიეროდ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არიან ძალიან ნიჭიერი სტუდენტები, რომლებიც არიან დაინტერესებული სიღრმისეულად შეისწავლონ ლიტვური ენა და კულტურა. ისინი უკვე დაუფლებული არიან ამ საინტერესო ენას და აქვთ მიღწევები. მე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მომეცემა შესაძლებლობა ეს ახალგაზრდები ვაზიარო მართლაც რეალურ პოლიტიკას. შესაბამისად, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდებმა ნახონ როგორ კეთდება რეალურ დროში ქართულ-ლიტვური პოლიტიკა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაზე, საუბარი ცენტრის საქმიანობას, განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ პროექტებს შეეხო. სტუდენტებმა პარლამენტის წევრებს ცენტრში სწავლისა და ლიტვური მხარის მიერ მათთვის შეთავაზებული საინტერესო წინადადებების შესახებ პრეზენტაცია წარვუდგინეს და პარალელურად, პარლამენტის და პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

„ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ლიტვას და საქართვლოს აქვს სიღრმისეული ურთიერთობები და ეს ურთიერთობები სახალხო დიპლომატიის დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტები ცენტრში ძირითადად რეგიონებიდან არიან წარმოდგენილი და ინტერესი რეგიონებში ლიტვური ენისა და კულტურისადმი, მზარდია.

მათი ხელმძღვანელი, ბატონი ვიდასი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მისი ინტერესი, რომ ლიტვური ენა შეისწავლონ ქართველებმა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა მთავარი. შევძლოთ ერთმანეთის ენაზე კომუნიკაცია, დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი და რეგიონებში გავიტანოთ ეს ურთიერთობა, რომელიც სამომავლოდ ჩვენი ხალხების მეგობრობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა ლურსმანაშვილმა.

პარლამენტის წევრებმა ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ვიდას კავალიაუსკასს საქმიანობისთვის და ქართულ-ლიტვურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ
14 მაისი 2026

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R