საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2018
გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს, პიტერ პუსკაის და პროექტის კოორდინატორ, ელენა რუტემ-ველტერს შეხვდა. 

შეხვედრაზე საერთაშორისო ტურისტული გამოფენების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუმრები საქართველოში საერთაშორისო ტურისტული გამოფენების განვითარების სტრატეგიის პროექტის ფარგლებში იმყოფებიან და ცდილობენ დაეხმარონ ამ სფეროში ჩართულ ორგანიზაციებს. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში გამოფენების განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში გამოფენების ფორმატს იყენებს. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მათ, რომ განავითარონ თავიანთი ბიზნესი. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე გააფართოებს იმ მომსახურების და პროდუქტების არეალს, რასაც ისინი ტურისტებს სთავაზობენ. გარდა ამისა, მაღალ დონეზე ჩატარებული გამოფენები უფრო მეტ შესაძლებლობებს აჩენს, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარობა, რაც უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენს კულტურულ და ბუნებრივ რესურსებს“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ. 

შეხვედრაში მონაწილეობდა ესტონეთის ატაშე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მარგუს გერინგი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R