საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი წერეთელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 27 იანვარი 2018
გიორგი წერეთელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვოლფგანგ სობოტკას შეხვდა.

ავსტრიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ავსტრიის მიერ შეტანილ წვლილსა და იმ კონტრიბუციაზე ისაუბრეს, რომელსაც ავსტრიის სახელმწიფო ორგანიზაციის მიმართ ახორციელებს. 

გიორგი წერეთელმა ავსტრიის მთავრობას და პარლამენტს მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნო ვენაშია განთავსებული და ყოველი წლის თებერვალში ავსტრიის დედაქალაქი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას მასპინძლობს, სადაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს ეუთოს სივრცეში არსებული პრობლემების განხილვის და დებატების საშუალება ეძლევათ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები, უკრაინის კრიზისი, მიგრაცია და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხებიც მიმოიხილეს და აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საპარლამენტო როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვენაში ვიზიტისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენელს, ჰარლემ დესირს შეხვდა. გიორგი წერეთელმა მედია თავისუფლების ოფისს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09 მარტი 2026

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
08 მარტი 2026

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 
22 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
21 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R