საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გრიგოლ ლილუაშვილი „რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 10 Oct 2017
გრიგოლ ლილუაშვილი „რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორ, ლიზა სოფრომაძესთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მთავარ თემას პროექტის „თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილების შეფასება“ მიმდინარეობის საკითხების გაცნობა წარმოადგენდა.

მხარეებმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და რეფორმის შედეგად მიღებული ინსტიტუციური ცვლილებები შეაფასეს. კერძოდ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა მერების/გამგებლებისა და საკრებულოს ურთიერთობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ასევე თუ როგორ დაბალანსდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს/გამგებელს შორის ძალთა თანაფარდობა.

„არჩევითობით გაიზარდა გამგებლის დამოუკიდებლობის ხარისხი, მოსახლეობას აქვს უფლება მეტი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ პირს და აიძულოს იყოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაკვეთის შემსრულებელი“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მის მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც გააცნო, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების გატარებას ითვალისწინებს.

ცვლილების მიზანს კი მუნიციპალიტეტში მმართველი საბჭოს შექმნა, მისთვის აღმასრულებელი საქმიანობის სფეროში ფართო სპექტრის მინიჭება და პასუხისმგებლობების გადანაწილება წარმოადგენს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ცვლილებებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭირვალე გახდება და იგი მუნიციპალიტეტის ორგანოების ეფექტიან მუშაობას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა უფრო ახლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და შეთანხმდნენ რომ, რეფორმის ეფექტური გაგრძელების მიზნით „რეგიონის განვითარების ცენტრი“ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციებს მოამზადებს და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს წარუდგენს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 Jun 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ
10 Jun 2026

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
02 Jun 2026

ირაკლი ქადაგიშვილი თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
02 Jun 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა
28 May 2026

ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R