საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კობა კობალაძე ახალგაზრდული პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 11 აპრილი 2019
კობა კობალაძე ახალგაზრდული პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა კობა კობალაძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ახალგაზრდული პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში დეპუტატი სტუდენტებს ესაუბრა ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ პრინციპებზე, უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და ამ საფრთხეების წინააღმდეგ ღონისძიებების შემუშავების საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე, სახალხო დიპლომატიის როლზე მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს მხრიდან ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად გადადგმული ნაბიჯებითა და გატარებული ღონისძიებებით. ამავდროულად, ახალგაზრდული კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის მიმართულეებით და როლით სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.

ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან საუბრისას კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ ჩვენი სახელმწიფო რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორიზმის მხრივ მნიშვნელოვანი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა გამკლავებასაც კომპლექსური მიდგომა და მიზანშეწონილი, გააზრებული გადაწყვეტილებები სჭირდება უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციისა და დაგეგმვის პროცესში.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში უმნიშვნელოვანესია სახალხო დიპლომატიის გააქტიურება. მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი ვერ უზრუნველყოფს ოკუპირებულ რეგიონებსა თუ მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია ტოტალური თავდაცვის რეჟიმზე გადასვლა, რაც სწორედ სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთშეთანხმების შედეგად მიიღწევა. კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომის გარეშე ვერ შევძლებთ ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან გამკლავებას. აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს სახელმწიფოს წინაშე საკუთარი ვალდებულება, დეოკუპაციის წარმატებული პოლიტიკის წარმოება დამოკიდებულია სწორედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობასა და მზაობაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ტოტალურ თავდაცვაზე და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
30 ივნისი 2025

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზს ეწვია
26 ივნისი 2025

თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზს ეწვია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები განიხილა
25 ივნისი 2025

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები განიხილა

ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
25 ივნისი 2025

ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2025

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R