საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 13 ივნისი 2016
პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე  სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ანი მიროტაძე მომავალ მსახიობებს შეხვდა, რომლებმაც ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში  სამსახიობო დაოსტატების კურსების გავლის უფლება შესარჩევი კონკურსის შედეგად მოიპოვეს.

თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ნიკა გორდეზიანმა და გიორგი ღარიბაშვილმა ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გაიარეს და მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 12 ახალგაზრდასთან ერთად ლოს-ანჟელესში მიემგზავრებიან. ისინი სამსახიობო დაოსტატების ორთვიან გაუმჯობესებულ კურსს გაივლიან, რაც სამომავლოდ მათ დიდ პერსპექტივებს უხსნის. ამ კურსების დროს დაგეგმილია მსოფლიოში ცნობილი მსახიობების მასტერკლასები.

„ეს ახალგაზრდები საქართველოდან პირველები არიან, ვისაც გაუჩნდა შანსი ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში გაიღრმაოს ცოდნა სამსახიობო ხელოვნებაში და როდესაც ასეთი შანსი ჩნდება, ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ მათ“, - განაცხადა ანი მიროტაძემ, რომლის დახმარებითა და ძალისხმევით, საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ასევე საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით  სტუდენტების ამერიკის შეერთებულ შტატებში დროულად გამგზავრების საკითხი მოგვარდა. ახალგაზრდებისთვის სამსახიობო დაოსტატების კურსები 20 ივნისს იწყება,  ამ დღეებში კი წარმატებული სტუდენტები ბაკალავრიატის დამამთავრებელ გამოცდას ჩააბარებენ.

ანი მიროტაძემ ახალგაზრდა მსახიობებს გზა დაულოცა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.  

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R