საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკანორ მელია USAID-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

19 ივლისი 2018
ნიკანორ მელია USAID-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკანორ მელია USAID-ის დირექტორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში იღებს მონაწილეობას. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ნიკანორ მელიამ განაცხადა, სტუმარი დაინტერესდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, ისაუბრეს ასევე მომავალი თანამშრომლობის ზოგად ასპექტებზე.

მისივე თქმით, საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით შედგა, რომლის წინაშეც დგას დღეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში, ყურადღება დაეთმო ასევე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსაც.

„საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასევე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათ აინტერესებდათ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან საარჩევნო პროცესში ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება“, - განაცხადა ნიკანორ მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, სტუმრების მხრიდან კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დადასტურდა მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

„ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მას სჭირდება დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი საერთშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R