საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე სამადაშვილი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა

09 მარტი 2018
სალომე სამადაშვილი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმე და მისი ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი.

განხილული იყო, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე რეგიონებში არსებული ვითარება.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან აქტიურადაა ჩართული ყველა კრიზისის შედეგად მიმდინარე მოლაპარაკებებში. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღემდე ვერ ხერხდება ცხედრის გადმოცემა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ოჯახისთვის. მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ რა კეთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ცხედრის დროული გადმოცემა ოჯახისთვის. ასევე, შევეხეთ ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების და უშიშროების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R