საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2016
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა. მან პარლამენტის საქმიანობაზე, მის სტრუქტურაზე, როლსა და პარლამენტში სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისათვის, რომ გაეცნოთ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, თქვენ ჩაანაცვლებთ ძველ თაობას“, - განაცხდაა ლევან ბერძენიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ისეთ ფუნქციასა და ვალდებულებებზე გაამახვილა, როგორიცაა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ განხორცილების მონიტორინგი, ევროკავშირთან მიმართებით მთავრობის მიერ წარმოებული საქმიანობის, მათ შორის, „კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის“ დროული შესრულება და ა.შ.

ლევან ბერძენიშვილმა კანონშემოქმედებით პროცესებზეც გააკეთა აქცენტი და სტაჟიორებს ვიზალიბერალიზაციისთვის ბოლო პერიოდში მიღებულ რამდენიმე კანონსა და მათი მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ამ მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტიდისკრიმინაციული და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები გამოყო.

ლევან ბერძენიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას დაუთმო, მან სტაჟიორებს დეტალურად გააცნო შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცედურები, წინაპირობები, ვიზალიბერალიზაციით გამოწვეული მოსალოდნელი დადებითი მხარეები და მისი განხორცილების სავარაუდო ვადები.

შეხვედრის ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტაჟიორების კითხვები სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა შრომითი უფლებები, ეთნიკური უმცირესობების ენის დაცვა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გაზრდის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობა და ა.შ.

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ორგანიზებით სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების შეხვედრები სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებთან სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლების და აღნიშნული პროცესების მეტი ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრას პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, დიანა ასათიანი დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R