თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კანონშემოქმედებითი პროცესი გააცნო.
ირაკლი სესიაშვილმა ახალგაზრდებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცხელ წერტილებში საქართველოს სამხედრო ძალების წვლილსა და კონტრიბუციაზე ისაუბრა.
სტაჟიორებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა ქვეყანაში არსებული აქტუალური თემების შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებები და ხედვები მოისმინეს. სტაჟიორების შეკითხვები რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესებს შეეხებოდა.
ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასასრულს სტაჟიორებს წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა.
