რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ერეკლე ტრიპოლსკი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ჟორჟოლიანი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში\" პროექტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ერეკლე ტრიპოლსკი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ჟორჟოლიანი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" საკანონმდებლო და საზედამხედველო მიმართულების უფროს მრჩეველს, ნათია ჯიქიას და პროექტის დირექტორის მოადგილეს, პავლე ბასილაძეს შეხვდნენ.
„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)" საქართველოში წარმოადგენს ხუთწლიან პროექტს, მთავრობის გამჭვირვალობის, ეფექტურობის ამაღლებისთვის საჭირო კონკრეტული მმართველობითი და მომსახურების, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების შესახებ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიზანს საქართველოში მმართველობის ეფექტიანობის გაძლიერება, პარტნიორი სამთავრობო სტრუქტურებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება სტრატეგიული დაგეგმვისა და შედეგებზე ორიენტირებული მმართველობის პრინციპების დანერგვა და შემდგომი გაუმჯობესება.
